ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება

ქუთაისში ელექტრომობილების ქარხანა აშენდება.

პრემიერ-მინისტრმა ეკო მიმართულებით მომუშავე ინდუსტრიული ჰოლდინგის „აიგრუპი“ პრეზენტაციაზე განაცხადა, რომ ქარხნის წარმადობა 40 ათასი ავტომობილი იქნება, საიდანაც 50 პროცენტი შიდა ბაზრისთვის იქნება განკუთვნილი, ხოლო 20 ათასი ავტომობილი ევროკავშირის ბაზარზე გავა.

მამუკა ბახტაძის თქმით, ქარხანაში ოთხი მოდელის ელექტროავტომობილები დამზადდება, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება.

აღსანიშნავია, რომ ჰოლდინგი მოიცავს „ქარშეარინგის“, ელექტროდამტენებისა და მზის პანელების დამონტაჟების სერვისს.

კომპანიის ერთ-ერთი მთავარი მიმართულება საქართველოში ელექტრომობილების წარმოების დაწყებაა.