ქუთაისში ძლიერი ნალექისა და სეტყვის გამო დაზარალებული მოსახლეობა დახმარებას ითხოვს

ქუთაისის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. ძლიერი ნალექისა და სეტყვის გამო, რამდენიმე საცხოვრებელი სახლის პირველი სართული დაიტბორა. დაზიანდა ავტომობილებიც. სტიქია თითქმის 10 წუთს გრძელდებოდა. ქალაქის მცხოვრებლებს სახლებიდან წყლის ამოტუმბვაში მაშველები ეხმარებოდნენ.

ზარალის შესახებ დეტალური ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.