ქუთაისში დღეს გაერთიანებული ოპოზიციის აქცია გაიმართება

ქუთაისში დღეს გაერთიანებული ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების საპროტესტო აქცია გაიმართება. აქცია 14:00 საათზე, ირაკლი აბაშიძის ქუჩაზე მდებარე სკვერში დაიწყება. აქციის მონაწილეები ფეხით მსვლელობას ქალაქის ცენტრის მიმართულებით მოაწყობენ და დაახლოებით 4-კილომეტრიანი მონაკვეთის გავლის შემდეგ, მსვლელობას ადგილობრივი თვითმმართველობის შენობის წინ, მიტინგით დაასრულებენ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიმართავენ მმართველ გუნდს, არ დაუშვას პროვოკაცია და კონტრაქცია, რადგან მათი განცხადებით, ოპოზიციას აქვს მშვიდობიანი აქცია ერთადერთი მოთხოვნით – საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული წესით.