ქუთაისში ახალი სამხედრო ჰოსპიტალი შენდება

ქუთაისში ახალი სამხედრო ჰოსპიტალი შენდება. ძველი შენობის დემონტაჟი უკვე დასრულებულია და მიმდინარეობს შიდა სარემონტო სამუშაოები. ჰოსპიტალი შემოდგომაზე ამოქმედდება. პაციენტები სრულ და მაღალი ხარისხის ამბულატორიულ სერვისს მიიღებენ.

სამედიცინო ცენტრი საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებს, თავდაცვის სისტემაში დასაქმებულ სამოქალაქო პირებს, მათი ოჯახის წევრებსა და სამხედრო პენსიონერებს მოემსახურება.

მიმდინარე პროცესს თავდაცვის მინისტრის მოადგილე გაეცნო, მოგვიანებით ქუთაისიდან ის გორში გაემგზავრა, სადაც სამხედრო ჰოსპიტალში ჩატარებული სამშენებლო სამუშაოები მოინახულა.

გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალში ცენტრალური შენობის ფასადის რეაბილიტაცია უკვე დასრულებულია.