ქუთაისში 52 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა

ქუთაისში 52 დევნილ ოჯახს ბინა გადაეცა.

იძულებით გადაადგილებულ პირებს ახალი ბინის გასაღებები დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ გადასცა.

ბინები ახალაშენებულ კორპუსშია. მათგან 14 ერთოთახიანია, 26 ოროთახიანი, 12 კი სამოთახიანი.

ამ ეტაპზე ბინები იმ დევნილმა ოჯახებმა მიიღეს, რომლებიც სამხარაულის ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასკვნის თანახმად ავარიულ სახლებში ცხოვრობდნენ.

2013 წლიდან დღემდე იმერეთის რეგიონში ახალაშენებულ და რეაბილიტირებულ კორპუსებში საცხოვრებელი ფართი 1300-მდე დევნილ ოჯახს გადაეცა.