ქუთაისის „ტორპედოს“ გულშემატკივართა აქცია

15:29, 31.01.2020

ქუთაისში, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონზე ფეხბურთელების, მწვრთნელების, ქუთაისის „ტორპედოს“ ადმინისტრაციის და გულშემატკივრების აქცია მიმდინარეობს.

აქციის მონაწილეები მაყურებლისთვის განკუთვნილ ტრიბუნაზე დგანან და ცარიელ სტადიონს უყურებენ. მათი თქმით გუნდის ყოფნა-არყოფნის საკითხი დგას. აქციის მონაწილეები დახმარებას ყველა შესაბამის უწყებას თხოვენ.

შეგახსენებთ, რომ გუნდისთვის მიცემული ვადა არსებული დავალიანების დასაფარად 3 თებერვალს იწურება, ვადის გასვლის შემდეგ კი გუნდი უმაღლესი ლიგიდან მეოთხე ლიგაში გადავა.

მსგავსი