ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის სამუშაოები 

პრემიერ-მინისტრმა ქუთაისის ტექნოლოგიური ჰაბის მოწყობის სამუშაოები დაათვალიერა.

ტექნოლოგიური ჰაბი პარლამენტის ყოფილ შენობაში განთავსდება. პროექტის შესახებ ინფორმაცია პრემიერ-მინისტრს, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, მარიამ ქვრივიშვილმა გააცნო. ამ დროისთვის დასრულებულია გარე ტერიტორიის ინფრასტრუქტურის, მათ შორის, ტექნოპარკის შესასვლელის მხრიდან, საავტომობილო გზის, სკვერის, მწვანე საფარის და გარე განათების, მწვანე ღობის მოწყობის სამუშაოები. მიმდინარეობს სარწყავი სისტემის მოწყობა, დაგეგმილია ტერიტორიის გამწვანება. პროექტის ფარგლებში, მოეწყობა სამრეწველო ინოვაციების ლაბორატორია, 3D პრინტერების ლაბორატორია, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები სტუდენტებისა და სტარტაპებისთვის. დღესვე პრემიერ-მინისტრმა ქუთაისში, ახალი მრავალფუნქციური პარკის პროექტი დაათვალიერა, რაც პარლამენტის ყოფილი შენობის მიმდებარედ მოეწყობა. პარკი დაახლოებით 70 ჰექტარ ტერიტორიაზე მოეწყობა. ახალი სივრცე სრულად იქნება ადაპტირებული განსაკუთრებული საჭიროებების მქონე პირებისთვის.