ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ

ქუთაისის სოციალური საცხოვრისის მცხოვრებლები ხელისუფლებას დახმარებას სთხოვენ.

მერიის წარმომადგენლებთან შეხვედრა კონკრეტული გადაწყვეტილების გარეშე დასრულდა.

მოქალაქეები აცხადებენ, რომ შენობაში მძიმე მდგომარეობაა და მათ სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.

შეგახსენებთ, რომ ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ დადო დასკვნა, რომლის თანახმადაც, სოციალური საცხოვრისის მშენებლობა ხარვეზებით განხორციელდა.

დასკვნა უკვე გადაეგზავნა სამართლადამცავ ორგანოებს.