ქუთაისის სკოლებსა და ბაღებში სწავლა შეჩერებულია

სწავლა შეჩერებულია ქუთაისის სკოლებსა და ბაღებში. მიზეზი ბუნებრივი აირის შეწყვეტაა. განათლების  რესურსცენტრის ხელმძღვანელის  თქმით, ქალაქის მასშტაბით, 20 სკოლა და 17 ბაღი, გაზის გარეშეა დარჩენილი. სოკარ გაზის გაზგამანაწილებელ ქსელში მომხდარი ავარიის გამო, ქალაქის თითქმის 60 %-ს ბუნებრივი აირი არ მიეწოდებოდა.

ნაწილს გაზმომარაგება გუშინ აღუდგა, დარჩენილი სამუშაოები, სავარაუდოდ, დღეს დასრულდება.

საქართველოს მაშტაბით, უახლოეს დღეებში ყინვა და ნალექია მოსალოდნელი,  უმეტესად თოვლის სახით.  15 თებერვლიდან კი, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე გამოიდარებს, მოსალოდნელია ტემპერატურის მატებაც.