ქუთაისის შემოვლითი გზა

ქუთაისის შემოვლითი გზის 4 ზოლიან მაგისტრალად მოდერნიზება აქტიურად მიმდინარეობს.

სამუშაოები ინფრასტრუქტურის მინისტრმა დაათვალიერა. ახალი 2 ზოლის აშენებით, ქუთაისი-სამტრედიის გზაზე მოძრაობა, ორივე მიმართულებით ცალმხრივი გახდება. პროექტი ჩქაროსნული გზის სტანდარტის დაცვით აშენდება და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საგზაო უსაფრთხოებას. ჩქაროსნული ავტომაგისტრალის სხვა მონაკვეთებისგან განსხვავებით, ეს მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება. პროექტის ჯამური ღირებულება 200 მილიონ ლარზე მეტია და მისი დასრულება 2020 წლის ბოლოს იგეგმება.

დატოვე კომენტარი