ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე პროცესზე 9-ვე ბრალდებულს 5000-5000 ლარიანი ჯარიმა დაეკისრა. მათ 174-ე ერთი პრიმა მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავებიან. აღნიშნულმა პირებმა აქცია მოსამართლის სახლთან გამართეს. გელა მთივლიშვილს, ნინო ქათამაძეს, ვლადიმერ აფხაზავას, ხვიჩა ვაშაყმაძეს, ქეთევან ფილაურს, მაია ცირამუას, ირინა ზარანდიას, გივი ცინცაძესა და ეკა კუხალაშვილს, დღევანდელი გადაწყვეტილების გასაჩივრება სააპელაციო სასამართლოში 10 დღის ვადაში შეუძლიათ.