ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაცია

ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს 2020 წლის სექტემბერში მიიღებს.

უნივერსიტეტის პრეზენტაციაზე დასასწრებად საქართველოში მიუნხენის ტექნიკური უნივერსიტეტის პრეზიდენტი და პროფესორები იმყოფებიან.

პროექტი, რომელსაც საქველმოქმედო ფონდი „ქართუ“ ახორციელებს, დღეს ფონდის დირექტორმა, უცხოელ პროფესორებთან ერთად წარადგინა.

პრეზენტაციას აღმასრულებელ და საკანონმდებლო ხელისუფლებასთან ერთად, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილიც ესწრება.