ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის პრეზენტაცია

მასშტაბური საგანმანათლებლო პროექტი, რომელშიც ერთი მილიარდი ევრო დაიხარჯება. დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ საქართველოში ახალი სახელმწიფო უნივერსიტეტი იხსნება.

2020 წლის სექტემბრიდან ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი სტუდენტების პირველ ნაკადს მიიღებს. ფონდ „ქართუს“ მიერ დაფინანსებულ უმაღლეს სასწავლებელში სწავლის ხარისხი საერთაშორისო სტანდარტებზე იქნება მორგებული.

მართვის და სწავლის მოდელი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შედეგად მომზადდა. მათთან ერთად შემუშავდება სასწავლო პროგრამებიც.

უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი საგანმანათლებლო სივრცე პირველ ეტაპზე სამ სასწავლო კორპუსს, სამ სტუდენტურ საცხოვრებელს, ლექტორების საცხოვრებელს და სასადილოს მოიცავს. გეგმაშია ლაბორატორიების და საუნივერსიტეტო კლინიკის მოწყობაც.

უნივერსიტეტში ქართველ პროფესორ-მასწავლებლებთან ერთად იმუშავებენ უცხოეთიდან მოწვეული სპეციალისტებიც.

დატოვე კომენტარი