ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 13 წლისაა

21:52, 30.10.2025

13 წლის წინ ქუთაისში დაწყებული ახალი ისტორია და პირდაპირი კავშირი ევროპის ათეულობით დედაქალაქთან.

დავით აღმაშენებლის სახელობის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი საიუბილეო თარიღს აღნიშნავს. გრძელდება სიურპრიზების კვირეულიც, რაც მგზავრებს სხვადასხვა საინტერესო შეთავაზებით სარგებლობის საშუალებას აძლევს. უახლოეს მომავალში აეროპორტს, რომელმაც იმერეთის ადმინისტრაციული ცენტრი სატრანსპორტო ჰაბად აქცია, განახლებული ინფრასტრუქტურა ექნება. ცოტა ხნის წინ დასრულდა ახალი საპარკინგე სივრცის მოწყობა. ამ ეტაპზე კი აეროპორტში ახალი ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მშენებლობა მიმდინარეობს. პროექტის დასრულების შემდეგ შესაძლებელი გახდება დიდი ზომის სატვირთო საჰაერო ხომალდების მიღება.

მსგავსი