14 მილიონ 900 ათასი ლარი და 2 წელი – ქუთაისის ისტორიული სკვერის რეაბილიტაცია დათქმულ ვადებში ვერ დასრულდა. პროექტის განხორციელებისთვის ქალაქის ცენტრალურ ბულვარში მოიჭრა მრავალწლოვანი ხეები, რაც ადგილობრივების უკმაყოფილების მიზეზი გახდა. ქუთაისელებს კითხვები აქვთ სამუშაოების გაჭიანურებასთან დაკავშირებითაც, რასაც მუნიციპალური განვითარების ფონდი კერძო პირთან სასამართლო დავით ხსნის.
რა უნდა გაკეთდეს პროექტის ფარგლებში და როდის შეძლებენ ქუთაისელები ქალაქის ცენტრალური ბულვარით სარგებლობას, – ნახეთ ირმა ჭოლაძისა და დავით ლორთქიფანიძის რეპორტაჟში.