ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართა

12:32, 20.12.2017

ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრში, საზოგადოებრივი მაუწყებლის ოპერატორის და ფოტოგრაფის, სოფო ბობოხიძის სახელობის საქველმოქმედო საღამო გაიმართა.

აქციაზე ჟურნალისტის მიერ გადაღებული ფოტოები გაიყიდა, შემოსული თანხა კი განსაკუთრებული საჭიროების მქონე რამდენიმე ოჯახს გადაეცემა.

ღონისძიების ორგანიზატორი ქუთაისის საკრებულოა. საქველმოქმედო საღამო, რომელიც სოფო ბობოხიძის ხსოვნას ეძღვნება, უკვე მეორედ გაიმართა.

მსგავსი