ქუთაისის მხარდაჭერა დნიპროს

ქუთაისი უკრაინისგან მადლობას იღებს. ადგილობრივი მერია ქალაქ დნიპროს გენერატორს გაუგზავნის. გადაწყვეტილების შესახებ საკრებულოს თავმჯდომარემ ისაუბრა. მისი თქმით, გენერატორს დამეგობრებულ ქალაქში უახლოეს დღეებში ჩაიტანენ. მისივე თქმით, ქვეყანა უკრაინას ომის დაწყების დღიდან ეხმარებიდა ჰუმანიტარული მიმართულებით. ოფიციალური ინფორმაციით, უშუალოდ ქუთაისის მერიის მიერ 50 000 ლარი გადაირიცხა უკრაინის დასახმარებლად შექმნილ ანგარიშზე.