ქუთაისის მერობის კანდიდატის საარჩევნო კამპანია

„ქართული ოცნების“ ქუთაისის მერობის კანდიდატმა, იოსებ ხახალეიშვილმა, წინასაარჩევნო კამპანია დაიწყო. კანდიდატი მხარის რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესთან ერთად, ქუთაისში, ვაკის უბანში იმყოფებოდა, ასევე შეხვედრა გაიმართა კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან.

ქუთაისის მერობის კანდიდატმა, საკუთარ საარჩევნო სტრატეგიასა და გეგმის მთავარ გზავნილებზე ისაუბრა. მისი თქმით, 2021 წელი იქნება ახალი კულტურული გამოწვევებისა და კულტურული ღონისძიებების წელი.  აღნიშნული ვიდეომასალა  პარტიის პრესსამსახურმა გაავრცელა.

დატოვე კომენტარი