ქუთაისის ინფექციურში პაციენტებს კორონავირუსი არ დაუდასტურდათ

12:09, 13.03.2020

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ექვსი პაციენტის პასუხები მიიღეს და არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდგინდა.  კლინიკის მთავარი ექიმის თქმით, გამოკვლეულ პაციენტებს შორის  ორი წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან გადაყვანილი მოქალაქეა.  ნადირაძის განცხადებით, მოქალაქეების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და კლინიკას გამოჯანმრთელების შემდეგ დატოვებენ. ამ დროისთვის საავადმყოფოში კიდევ ექვსი პაციენტი რჩება, რომელთა ანალიზებიც ლაბორატორიაში დღეს გადაიგზავნება. მათგან ერთი წყალტუბოს საკარანტინო ზონიდან არის გადაყვანილი.

ყველა პაციენტის საზღვარგარეთ ყოფნას ისტორია აქვს.

მსგავსი