ქუთაისის ინფექციურში ლუგარიდან პასუხებს ელოდებიან

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი რვა პაციენტი, ლუგარის ლაბორატორიიდან კორონავირუსზე კვლევის პასუხების მოლოდინშია. სამმა მოქალაქემ კლინიკას გვიან ღამით მიმართა.

ისინი გასულ კვირას ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში მოგზაურობდნენ. დანარჩენი ხუთი კი, ქუთაისის აეროპორტიდან ორი დღის წინ შეიყვანეს. კლინიკის მთავარი ექიმის, თემურ ნადირაძის თქმით, ანალიზის პასუხები დღის მეორე ნახევარში გახდება ცნობილი.

პაციენტებს შორის ერთი 4 წლის ბავშვია.