ქუთაისის განახლებული აეროპორტი 13 წლისაა

ქუთაისის განახლებული საერთაშორისო აეროპორტის 13 წლის დაბადების დღესთან დაკავშირებით, საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ორგანიზებით, საიუბილეო კვირეულისადმი მიძღვნილი სხვადასხვა ტიპის ღონისძიებები იმართება. ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის პარტნიორი ობიექტები 25-31 ოქტომბრის პერიოდში, მგზავრებს ექსკლუზიურ შეთავაზებებსა და სხვადასხვა სიურპრიზებს უწყობენ. მათ შორისაა ორმხრივი ავიაბილეთების გათამაშება და სხვადასხვა გასართობი პერფორმანსი. ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, ამ ეტაპისთვის 7 ავიაკომპანია ევროპისა და აზიის 17 ქვეყნის 32 მიმართულებით ოპერირებს.