ქუთაისის ცენტრალური არქივის შექმნიდან 100 წელი შესრულდა. საიუბილეო ღონისძიება ქუთაისის ცენტრალური არქივის შენობაში გაიმართა. აქ დაცულია მე-17, 21-ე საუკუნეების დოკუმენტები, რომლებიც დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი ორგანიზაციების საქმიანობასა და იქ მოღვაწე გამოჩენილი ადამიანების ცხოვრებასა და მოღვაწეობას ასახავს. არქივის ფონდებში დაცულია იმერეთის მეფეების გაცემული ისტორიული საბუთები, ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტების წყალობის წიგნები, მოსახლეობის აღწერის მასალები; ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, კონსტანტინე გამსახურდიას, გრიგოლ რობაქიძის, გალაკტიონ ტაბიძის, გაბრიელ ქიქოძისა და სხვათა ავტოგრაფები. ქუთაისის, ბათუმის, ფოთის – გეგმები, სხვადასხვა ისტორიული შენობის პროექტები. საიუბილეოდ მომზადდა გამოფენა და გამოიცა წიგნი, რომელიც ქუთაისის ცენტრალურ არქივში დაცულ მრავალფეროვან და საინტერესო საარქივო მასალას წარმოაჩენს.