ქუთაისის აეროპორტის გაფართოება

8 ივლისს ასამოქმედებელი რუსული ავიასანქციები ქუთაისის აეროპორტზე თითქმის არ აისახება.

ქუთაისიდან ფრენები, ძირითადად, ევროკავშირის ქვეყნებში სრულდება. მალე კი რეისების რაოდენობა კიდევ უფრო მოიმატებს. გაიზრდება ქვეყნების არეალიც.

ქუთაისში 2012 წელს შემოსული ავიაკომპანია „ვიზ ეარი“ მომავალ წელს გასაყიდად მილიონ 400 ათასი ბილეთის გამოტანას გეგმავს. პარალელურად გრძელდება ქუთაისის აეროპორტის გაფართოება.

მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.