„აეროპორტების გაერთიანების“ ინფორმაციით, ქუთაისის აეროპორტიდან ყველა დაგეგმილი რეისი შეუფერხებლად სრულდება. ამასთან, 15 საათიდან განახლდა ე.წ. შატლ ბასების მოძრაობა. შეგახსენებთ, რომ გუშინ ქუთაისში გზებზე გართულებული გადაადგილების გამო, შატლ ბასების მოძრაობა ქალაქიდან აეროპორტის მიმართულებით და პირიქით, დროებით შეჩერებული იყო.