ქუთაისიდან საბერძნეთის მიმართულებით ფრენების სიხშირეები იზრდება. წლის ბოლომდე ათენსა და სალონიკში კვირაში რვაჯერ შესრულდება რეისები. ამის შესახებ აეროპორტების გაერთიანების დირექტორმა საბერძნეთის ელჩთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. 2022 წელს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან საბერძნეთის მიმართულებით და უკან, ჯამურად 57 000 ვიზიტორმა იმგზავრა.