ქართული კომერციული ავიაციის დღე

ქართული კომერციული ავიაცია 100 წლისაა. თარიღის აღსანიშნავად დღეს და ხვალ დედაენის ბაღში სხვადასხვა შემეცნებითი და გასართობი ღონისძიებები გაიმართება. ორგანიზატორი საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაა. 1923 წლის 10 მაისს საქართველოში პირველი კომერციული სამგზავრო ავიარეისი თბილისი-მანგლისის მიმართულებით შესრულდა. 1924 წლიდან კი დაინიშნა რეისები თბილისი-ბაქოს მიმართულებითაც.

საქართველო ერთ-ერთი პირველი იყო იმ ქვეყნებს შორის, რომლებმაც სამოქალაქო ავიაციის განვითარებაში დიდი წვლილი შეიტანეს. პირველი ქართველი მფრინავ-კონსტრუქტორი და საქართველოს სამოქალაქო ავიაციის ფუძემდებელი კი ბესარიონ ქებურიაა. მისი ხელმძღვანელობით აშენდა პირველი აეროდრომები თბილისში, ბაქოში, სოხუმსა და ბათუმში.