ქუთაისი გემოფესტს მასპინძლობს
ქუთაისში „გემოფესტი“ გრძელდება. ფესტივალის მესამე დღეს მეწარმეები და გასტრონომიის მოყვარულები კვლავ ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე იკრიბებიან. იმერეთი კულინარიულ ფესტივალს უკვე მეოთხედ მასპინძლობს, თუმცა, წელს პირველად ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მეწარმეები აფხაზეთიდან. გარდა კვების ზონისა, ადგილზე მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, საბავშვო სივრცე და როგორც ყოველთვის, არის მუსიკალური გაფორმებაც. ტერიტორიაზე ასევე განთავსებულია დიდი ეკრანი, რომლის საშუალებითაც სტუმრებს საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რაგბის ახალგაზრდული მსოფლიო თასის ყურება შეუძლიათ.