ქუთაისი „გემოფესტს“ მასპინძლობს
ქუთაისში „გემოფესტი“ გრძელდება. სამდღიან ფესტივალზე ადგილობრივი მწარმოებლები, მეწარმეები და გასტრონომიის მოყვარულები ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე კიდევ ერთხელ გაერთიანდნენ. იმერეთი კულინარიულ ფესტივალს უკვე მეოთხედ მასპინძლობს, თუმცა, წელს პირველად ღონისძიებაში მონაწილეობას იღებენ მეწარმეები აფხაზეთიდან.
პროგრამა მრავალფეროვანია, გარდა კვების ზონისა, ადგილზე მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, საბავშვო სივრცე და როგორც ყოველთვის, არის მუსიკალური გაფორმებაც. 18:00 საათზე კი ფესტივალის სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში რაგბის ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატს უყურონ და უელსის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს უგულშემატკივრონ. კულინარიული ფესტივალი ქუთაისში ხვალ დასრულდება.