ქუთაისი გემოფესტს მასპინძლობს

22:15, 26.06.2026

ღონისძიება, რომელიც სხვადასხვა კუთხის გასტრო-ტურისტულ პოტენციალს და უნიკალურ სამზარეულოს წარმოაჩენს. ქუთაისი გემოფესტს მასპინძლობს. გასტრონომიული ფესტივალი დღეს გაიხსნა და კიდევ ორი დღის განმავლობაში გაგრძელდება. ადგილობრივი მწარმოებლები, მეწარმეები და გასტრონომიის მოყვარულები რთ სივრცეში- ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, ღვინისა და ხემსის პავილიონი, აგრო-ზონა, საბავშვო სივრცე, გრილისა და ბარის ზონები. დასწრება თავისუფალია. გემოფესტში პირველად მონაწილეობს 10 მეწარმე აფხაზეთიდან. ჯამში ფესტივალზე 20-მდე მეწარმეა წარმოდგენილი. სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ,  როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები დააგემოვნონ და გასართობ აქტივობებში ჩაერთონ. ფესტივალზე ნიდერლანდებიდან, ასევე გაერთიანებული საამიროებიდან და ომანიდან კულინარიისა და ტურიზმის თემებზე მომუშავე ჟურნალისტები და ინფლუენსერებიც იმყოფებიან. ღონისძიებას მუსიკალურად ბენდი და დიჯეები აფორმებენ.

მსგავსი