ქუთაისი გემოფესტს მასპინძლობს
ქუთაისი გემოფესტს მასპინძლობს. გასტრონომიული ფესტივალი 26, 27 და 28 ივნისს, ქუთაისში, ვერიკო ანჯაფარიძის სკვერის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობს და დასწრება თავისუფალია. „გემოფესტში“ პირველად, აფხაზეთიდან 10 მეწარმე იღებს მონაწილეობას. ჯამში ფესტივალზე 20-მდე მეწარმე და 18 ვენდორია წარმოდგენილი. ფესტივალის ფარგლებში მოწყობილია სამეწარმეო ბაზარი, ღვინისა და ხემსის პავილიონი, აგრო ზონა, საბავშვო სივრცე, გრილისა და ბარის ზონები. „გემოფესტის“ სტუმრებს შესაძლებლობა აქვთ დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი იმერული კერძები და მონაწილეობა მიიღონ ფესტივალის გასართობ აქტივობებში. ღონისძიების მუსიკალურ პროგრამას, დიჯეები და ბენდი გააფორმებენ. ფესტივალზე წარმოდგენილები იქნებიან, კულინარიისა და ტურიზმის თემებზე მომუშავე ჟურნალისტები და ინფლუენსერი ნიდერლანდებიდან.