„ქუთაისი – აკადემიური მუსიკის სივრცე“
ცნობილი გერმანელი კომპოზიტორის საიუბილეო თარიღი საქართველოში ფესტივალით აღინიშნება. დაგეგმილია კონცერტები ქუთაისში. მესხიშვილის თეატრი სხვადასხვა ორკესტრთან ერთად ჯაზის საღამოსაც უმასპინძლებს.
„ქუთაისი – აკადემიური მუსიკის სივრცე“ – ასე ჰქვია კონცერტების ციკლს, რომელიც მესამე წელია იმართება. ორი მუსიკალური საღამოს ფარგლებში აუდიტორია მსოფლიოში ცნობილი კომპოზიტორის ნაწარმოებების ექსპერიმენტულ ვერსიებსაც მოისმენს.