„ქურთისტანის მუშათა პარტია“ განიარაღების პროცესს იწყებს

„ქურთისტანის მუშათა პარტია“ განიარაღების პროცესს იწყებს. სიმბოლური ცერემონია ერაყის ქურთისტანის რეგიონში გაიმართა, რომელშიც მონაწილეობა 30-მა ადამიანმა მიიღო.  „ქურთისტანის მუშათა პარტიის“ მებრძოლებმა, რომელთა შორის 15 ქალი და 15 მამაკაცი იყო, იარაღი დაყარეს და გაანადგურეს. სიმბოლური პროცესი მკაცრი უსაფრთხოების ზომების ფონზე მიმდინარეობს და მოსალოდნელია, რომ მთელი ზაფხულის განმავლობაში გაგრძელდება. მანამდე, თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ უცხო ქვეყნები პროცესში არ უნდა ჩაერიონ. თავისი ისტორიის უმეტესი ნაწილის განმავლობაში, „ქურთისტანის მუშათა პარტიას“ თურქეთი, ევროკავშირი და შეერთებული შტატები „ტერორისტულ“ დაჯგუფებად მოიხსენიებდნენ. 1984-დან 2024 წლამდე ქურთებს და თურქეთს შორის დაპირისპირებას 40 000-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა. 1999 წლიდან თურქეთის ციხეში მყოფმა ქურთების ლიდერმა, აბდულა ოჯალანმა ვიდეომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ თურქეთთან ბრძოლა დასრულდა.