ქურთი მოაზროვნის მემორიალური დაფა

თბილისში, კუკიას სასაფლაოზე ქურთი მოაზროვნე და განმანათლებელი იუსუფ ქამილ ბადირხან აზიზის მემორიალური დაფა გაიხსნა.

იუსუფ ქამილი 1914 წლიდან საქართველოში მოღვაწეობდა. ქურთი საზოგადო მოღვაწის საფლავს რესტავრაცია ჩაუტარდა. საქართველოს ქურთული ასოციაცია „რონაის“ თავმჯდომარის, ზაზა კალაშოვის თქმით, მათთვის ისტორიული ფაქტია ქართულ-ქურთულ ურთიერთობაში, რომ ბოლო ემირი საქართველოშია დასაფლავებული.