„ქურდული სამყაროს“ წევრობის ბრალდებით 44 პირი დააკავეს 

21:40, 07.04.2026

„ქურდულ სამყაროსთან“ კავშირის ბრალდებით 44 პირია დაკავებული.

საპოლიციო ღონისძიებები მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა. როგორც ფარული საგამოძიებო მოქმედებებიდან ირკვევა, სისიხლის სამართლის დანაშაულში ბრალდებული აწყობდნენ „ქურდულ გარჩევებს“, გამოჰქონდათ ე.წ. ქურდული გადაწყვეტილებები. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ამ გარჩევების ამსახველი აუდიო მასალაც გაავრცელა. კიდევ ექვს პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინება, მათგან ერთ-ერთი საზღვარგარეთ მყოფი კრიმინალური ავტორიტეტი, მამუკა შუბითიძეა, რომელიც გამოძიების ინფორმაციით, საქმის მთავარი ფიგურანტია. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულებს 15-წლიანი პატიმრობა ემუქრებათ.

 

მსგავსი