დაკავებულია ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი შვიდი პირი.
სამართალდამცველებმა შვიდივე მათგანი იმერეთის რეგიონში ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად აიყვანეს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა უცხოეთში მცხოვრები ე.წ. კანონიერი ქურდის, ვარლამ კუხიანიძის დავალებით წყალტუბოში აგრარული ბაზარი გახსნეს. იმის გათვალისწინებთ, რომ ახალი სავაჭრო ობიექტი სათანადო მოგებაზე ვერ გადიოდა, ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფებმა, კრიმინალური გავლენების გამოყენებით მოვაჭრეები ქუთაისში მდებარე ბაზრიდან წყალტუბოში გადაიყვანეს. შედეგად ქუთაისის ბაზარი გაკოტრების ზღვარზეა და მოვაჭრეებისგან ფაქტობრივად დაცლილია. დაკავებულებთან ერთად ბრალი ე.წ. კანონიერ ქურდობის, ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის და წევრობის მუხლებით დაუსწრებლად წარუდგინეს ვარლამ კუხიანიძესაც.