ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა ქურდობის ბრალდებით ორი პირი დააკავეს. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა ახალქალაქში ორი მოქალაქის კუთვნილი საცხოვრებელი სახლები გაქურდეს, საიდანაც ფული და ძვირფასეულობა წაიღეს.

სამართალდამცველებმა ისინი ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულების პირადი ჩხრეკისას, მოპარული ფული, ოქროს ნივთები და საკეტის გასახსნელი ხელსაწყოები ნივთმტკიცებად ამოიღო.

ჩადენილი დანაშაული 4-იდან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.