ქურდობა მზიურში

15:29, 13.02.2019

თბილისში, საბავშვო ქალაქ „მზიურში“ მდებარე სოციალური კაფე გაქურდეს.

შემთხვევა დილით მოხდა. კაფეს მფლობელის განცხადებით, მოპარულია ტექნიკა და თანხა. მისივე თქმით, სათვალთვალო კამერებმა დააფიქსირეს, რომ ქურდობა არასრულწლოვნებმა ჩაიდინეს. ფაქტს ექსპერტ-კრიმინალისტები იძიებენ. საქმეზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაიწყო, რაც ქურდობას გულისხმობს და ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით, ვადით ექვსი თვიდან წლამდე ან თავისუფლების აღკვეთით ერთიდან სამ წლამდე ვადით.

მსგავსი