ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოები

15:20, 03.09.2025

ისნის რაიონში აწყურის ქუჩის სრული რეაბილიტაცია დასრულდა. პროექტის ფარგლებში, მიწისქვეშა და მიწისზედა კომუნიკაციები შეიცვალა. განახლდა გარე განათების ქსელი. ასევე, მოეწყო ტროტუარები და ჩატარდა საგზაო სამუშაოები. ტერიტორიაზე გაკეთდა ახალი საპარკინგე სივრცეები. აწყურის ქუჩის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 6 მილიონ ლარზე მეტი დაიხარჯა.

 

მსგავსი