ქუჩის მხატვრობის ფესტივალი

თბილისში 10 კედელი მოიხატება. საერთაშორისო ფესტივალმა „მურალ ფესტმა“ დედაქალაქში ე.წ. სთრით-არტის არაერთი ცნობილი ხელოვანი შეკრიბა.

ევროპის არაერთი ქვეყნიდან ჩამოსული მხატვრები ქართველ არტისტებთან ერთად თბილისის სხვადასხვა კედელზე საკუთარ გზავნილს დატოვებენ.

ფესტივალს ორბელიანის მოედანზე ელექტრონული მუსიკის კონცერტი დახურავს.