ქუჩების რეაბილიტაციის პროექტი რუსთავში
რუსთავში, სატრანსპორტო კუთხით, ერთ-ერთი ყველაზე დატვირთული გზის – მოდებაძის ქუჩის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. ტერიტორია, 32 000 კვადრატული მეტრია. საავტომობილო გზა კი 21 000 კვადრატულ მეტრ ფართობზე განახლდება. ექსპლუატაციის ვადის მაქსიმალურად გაზრდის მიზნით, ასფალტის სამფენიანი საფარის მოწყობაა განსაზღვრული. პროექტის ღირებულება 6 მილიონ ლარზე მეტია და ის სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება.