ქუჩების რეაბილიტაციის დასრულებული პროექტი თბილისში
სამთვიანი რეაბილიტაციის შემდეგ, თბილისში კიდევ ერთი სატრანსპორტო კვანძი გაიხსნა. დღეიდან ვაკიდან წყნეთის მიმართულებით და პირიქით მოძრაობა, სრულიად ახალი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საავტომობილო გზით არის შესაძლებელი. ჩოლოყაშვილისა და წერეთლის ქუჩებზე, ჯამში ორკილომეტრიან მონაკვეთზე, ასფალტის საფარის განახლებასთან ერთად, სრულიად შეიცვალა საგზაო ინფრასტრუქტურაც.
განახლებულ ქუჩებზე გარკვეული ცვლილებებია საგზაო მოძრაობის წესებშიც – მაკა არჩევნიშვილი დეტალებით.