ქუჩაში მცხოვრები ბავშვები

ქუჩაში მცხოვრები ბავშვების მიერ შექმნილი დაჯგუფებებით გაეროს ბავშვთა ფონდი ინტერესდება.

მონიტორინგის შედეგად მომზადებული დასკვნა მძიმეა. კვლევაში ნახსენებია სექტისმსგავსი ჯგუფები ე.წ. მორგის ბავშვები, რომლებიც დასკვნის მიხედვით, თბილისის რამდენიმე უბანში, მიწისქვეშა სივრცეებში მოქმედებენ. თუ იუნისეფის ანგარიშს დავეყრდნობით, დაჯგუფება კრიმინალურ საქმიანობაშია შემჩნეული და ძირითადად 14 წლამდე ასაკის მოზარდებს აერთიანებს. თუმცა, როგორც ირკვევა, მათ შესახებ მერიას ინფორმაცია არ აქვს. შსს კი დაჯგუფების გარედან კრიმინალური წრეების მიერ მართვას გამორიცხავს.

მარიამ სეთურიძე დაინტერესდა, კონტროლდებიან თუ არა ქუჩაში სამუშაოდ გასული ან იქ მცხოვრები ბავშვები.