ქრთამის აღების საქმე

თბილისის საქალაქო სასამართლოში წყალტუბოს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის და ვაკის გამგებლის ყოფილი მოადგილის სასამართლო პროცესი გაიმართა.

სხდომაზე ბრალდების მხარემ გრიგოლ ივანეიშვილთან დასკვნითი სიტყვა წარმოთქვა, ხოლო ვაკის გამგებლის ყოფილ მოადგილეს, თეიმურაზ ჩოჩუას საქმეზე ბრალდებამ 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მოითხოვა, საიდანაც 3 წელი ჩოჩუამ პენიტენციურ დაწესებულებაში უნდა გაატაროს, 4 კი პირობით სასჯელში ჩაეთვლება. აღნიშნულ შუამდგომლობაზე გადაწყვეტილებას მოსამართლე, სავარაუდოდ, მომდევნო სხდომაზე გამოიტანს.

გამოძიება წყალტუბოს ყოფილ გამგებელს განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებას ედავება. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, გრიგოლ ივანეიშვილს 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.