ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობას ზეიმობს

12:08, 25.12.2025

დღეს ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობის დღესასწაულს ზეიმობს. ახლო აღმოსავლეთში ორწლიანი ომის შემდეგ, კათოლიკე მორწმუნეები ბეთლემში შობის აღსანიშნად კვლავ შეიკრიბნენ. ათასობით პალესტინელმა და ტურისტმა სხვადასხვა ქვეყნიდან, მანგერის მოედანზე შობა იზეიმეს. მოედანზე დაბრუნდა ნაძვის ხეც. მომლოცველები ტრადიციულად ბეთლემში, მაცხოვრის შობის ტაძარში შეიკრიბნენ. შუაღამის საშობაო მესა პირველად აღავლინა რომის პაპმა ლეო XIV. წმინდა პეტრეს ბაზილიკაში კათოლიკური ღვთისმსახურება ვატიკანის დროით საღამოს 10:00 საათზე დაიწყო. სადღესასწაულო მესას ასობით ადამიანი დაესწრო. მსახურებას ესწრებოდნენ სასულიერო პირებიც. კათოლიკურ ღვთის- მსახურებამდე, რომის პაპი ლეო XIV წმინდა პეტრეს მოედანზე ჩავიდა და ის მორწმუნეები დალოცა, რომლებმაც წმინდა პეტრეს ბაზილიკაში შესვლა და საშობაო მესაზე დასწრება ვერ შეძლეს. დღეს, ვატიკანის დროით დილის 10 საათზე რომის პაპი დღის მესასაც აღავლენს, რომელიც სწორედ მან აღადგინა. ბოლოს ეს 1994 წლის 25 დეკემბერს, პაპმა იოანე პავლე II-მ გააკეთა. შუადღისას კი – პონტიფიკოსი წმინდა პეტრეს აივნიდან, ტრადიციულ საშობაო მიმართვას წაიკითხავს და კათოლიკე მორწმუნეებს შობას სხვადასხვა ენაზე მიულოცავს.

მსგავსი