ქრისტიანული სამყაროს ნაწილი აღდგომას აღნიშნავს
ქრისტიანული სამყაროს ნაწილი დღეს აღდგომას აღნიშნავს. დღესასწაულს ზეიმობს კათოლიკური ეკლესია, სომეხთა სამოციქულო და ევანგელურ-ლუთერული ეკლესია. სააღდგომო ლიტურგია ტრადიციულად თბილისის მარიამ ღვთისმშობლის ზეცად აღყვანების კათოლიკურ ტაძარში ჩატარდა. სადღესასწაულო მსახურებას ეპისკოპოსი ჯუზეპე პაზოტო უძღვებოდა. ლიტურგია ტრადიციულად ცეცხლის დანთების რიტუალით დაიწყო, იკურთხა კოცონი, ნაკურთხი ცეცხლით კი კელაპტარი აინთო. შესრულდა სააღდგომო ხარება. ტაძარში ქრისტეს ხატი შემოაბრძანეს.