ქრისტიანული კულტურის ცენტრ-მუზეუმის პროექტი

საზოგადოება „ივერიისამ“ მის საკუთრებაში არსებული ქართული ქრისტიანული კულტურის ცენტრ-მუზეუმის, კონცეპტუალური დიზაინის პროექტი და მასთან დაკავშირებული ყველა უფლება, კულტურის სამინისტროს უსასყიდლოდ გადასცა. ხელშეკრულებას ხელი დღეს, კულტურის სამინისტროში მოეწერა. მახათას მთაზე, ივერიის ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარედ, უმაღლესი სტანდარტების სამეცნიერო-კვლევითი და კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულების – ქართული ქრისტიანული კულტურის ცენტრ-მუზეუმის კონცეპტუალური დიზაინის შესაქმნელად, საერთაშორისო კონკურსი 2019 წელს ჩატარდა. ამავე მემორანდუმის შესაბამისად, საზოგადოება „ივერიისამ“ სრულად დააფინანსა გამარჯვებული პროექტის კონცეპტუალური დიზაინის შემუშავება, რომლის საერთო ღირებულებამ 250 000 ევრო შეადგინა. გამარჯვებული პროექტის ავტორი პორტუგალიელი არქიტექტორი ლუიშ ტავარეს პერეირაა.