ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავი – მზადება თარიღისთვის
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის იუბილეს მასშტაბური ღონისძიებებით აღნიშნავს როგორც ქვეყანაში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. საზეიმო პროგრამა 12 მაისს დაიწყო და 5 თვის განმავლობაში გაგრძელდება. დასკვნითი ღონისძიება კი სვეტიცხოვლობის დღესასწაულზეა დაგეგმილი. გაიმართება ეკლესია-მონასტრებიდან ფეხით მსვლელობები. საპატრიარქოში, სპეციალური სადღესასწაულო კომისია ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2025 წელს შეიქმნა და მუდმივ კოორდინაციას უწევს სახელმწიფოსა და მის ფარგლებს გარეთ საპატრიარქოს მიერ დაგეგმილ აქტივობებს. ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად მეოთხე საუკუნის დასაწყისში, 326 წელს გამოაცხადა. უმნიშვნელოვანესი ისტორიული მოვლენა უკავშირდება მირიან მეფისა და ნანა დედოფლის გაქრისტიანებასა და საქართველოში წმინდა ნინოს მოღვაწეობას. 1700 წლის იუბილესთან დაკავშირებული კულტურული, შემეცნებითი და საგანმანათლებლო ღონისძიებები მთავრობისა და საპატრიარქოს ერთობლივი გადაწყვეტილებით იმართება.