ქრისტიანობის 1700 წელი საქართველოში

21:08, 02.10.2026

ევროპული ცივილიზაციის საფუძვლები და ქრისტიანობის 1700 წლისთავი საქართველოში – ქვეყანა უმნიშვნელოვანესი საიუბილეო თარიღის აღნიშვნას განაგრძობს.

ქრისტიანულ ღირებულებებს, ოჯახური ტრადიციებისა და ეროვნული ინტერესების დაცვის მნიშვნელობას მიეძღვნა თბილისში გამართული საერთაშორისო მართლმადიდებლური კონფერენცია. საკანონდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველმა პირებმა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა და მოწვეულმა სტუმრებმა თანამედროვე მსოფლიოში არსებული გამოწვევების ფონზე რწმენის გაძლიერების და ქრისტიანული ფასეულობების დაცვისა აუცილებლობაზე იმსჯელეს. რა მექანიზმებით უნდა დაუპირისპირდეს მართლმადიდებლური სამყარო რწმენის ჩანაცვლების მუდმივ მცდელობებს და როგორი უნდა იყოს სახელწიფოს პოლიტიკა – ამ საკითხებზე დისკუსიის პარალელურად ხაზი გაესვა ქრისტიანულ ღირებულებებს როგორც საქართველოსა და ევროპის მთავარ საყრდენს. განსაკუთრებულად აღინიშნა გარდაცვლილი პატრიარქის, ილია მეორის განსაკუთრებული ღვაწლი რწმენის განმტკიცების საქმეში.

მსგავსი