ქრისტესშობის დღესასწაული

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი და პირველი ლედი მელანია ტრამპი, საპრეზიდენტო ტრადიციის თანახმად, სანტა კლაუსის მოლოდინში მყოფ ბავშვებს და მათ მშობლებს, ტელეფონით ესაუბრნენ. დონალდ და მელანია ტრამპებმა ჰკითხეს ბავშვებს, თუ რას ელოდებიან სანტასგან და უპასუხეს პატარების კითხვებს, რომლებსაც სურდათ გაეგოთ, როდის ჩამოვიდოდა სანტა მათ ქალაქში და უნდა მისცენ თუ არა მას საშობაო ნამცხვრები. როგორც ამერიკის პრეზიდენტმა აღნიშნა, მას შეუძლია ბავშვების ზარებს მთელი დღის განმავლობაში უპასუხოს, მაგრამ მისივე თქმით, უკრაინასთან, რუსეთთან, ჩინეთთან და სხვა თემებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს უნდა დაუბრუნდეს.