ქრისტეშობის დღესასწაული

ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობის დღესასწაულს 25 დეკემბერს, ნაწილი კი 7 იანვარს აღნიშნავს.

1919 წლიდან საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქრისტეშობას 7 იანვარს ზეიმობს, გარდა მეოცე საუკუნის 20-იან წლებში რამდენიმეწლიანი გამონაკლისისა.

ორი თარიღის მიზეზი ორი კალენდარია. არსებობს რომის იმპერატორის, იულიუს კეისრის მიერ მიღებული კალენდარი, რომლითაც შობა 25 დეკემბერს აღინიშნებოდა, თუმცა საუკუნეების შემდეგ იულიუსის კალენდარში ასტრონომებმა ცდომილება იპოვეს და რომის პაპის გადაწყვეტილებით, მასში შესწორება შევიდა, რის შემდეგაც ქრისტიანული სამყაროს ნაწილი, მათ შორის მართლმადიდებელი ეკლესიების ერთი ნაწილი, ქრისტეშობას ახალი სტილით 25 დეკემბერს ზეიმობს. ძველი სტილით, ანუ იულიუსის კალენდრის 25 დეკემბერი კი ახალი, შესწორებული კალენდრის 7 იანვარს ემთხვევა.

რატომ ორი თარიღი – საუკუნეების განმავლობაში სადავო საკითხზე რეპორტაჟი ლევან ახალაიამ მოამზადა.